The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჩიხლაძე

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1973  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1937 წელს ჩაირიცხა ბათუმის საქალაქო კულტურის სახლის ახალგაზრდულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მოცეკვავედ, რომელსაც მისი ძმა გიორგი ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა; 1938-1939წწ. ცეკვავდა ჯერ წყალტუბოს, შემდეგ ქუთაისის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში შალვა იაშვილისა და დავით უშვერიძის ხელმძღვანელობით; 1950 წელს ბათუმში ჩამოაყალიბა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერცხალი", რომელსაც იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა; პარალელურად ხელმძღვანელობდა აჭარკოოპკავშირის კლუბთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. ეს კოლექტივი 1954 წლიდან თითქმის ყველა რესპუბლიკური ოლიმპიადის, ფესტივალისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი იყო. 1973 წელს მას "სახალხო ანსამბლის" საპატიო წოდება მიენიჭა. პარალელურად მუშობდა აგრეთვე აჭარის მოსწავლეთა საოლქო სასახლის მხატვრული აღზრდის განყოფილების გამგედ.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: