The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბასილაშვილი

დავით ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:29 იანვარი, 1977  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1951-1952 წლებში მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ცეკვის ანსამბლში საქართველოს სახალხო არტისტის ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1954 წლიდან მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტ მოცეკვავედ. აქ მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. წარმატებით გამოდიოდა "ფარცაში", "ხორუმში", უბადლო იყო "ხევსურულში", "კინტოურში" და სხვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ცეკვა "ოსური". მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.36; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.170

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: