The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დორი ამირბეგიანი

დორი ამირბეგიანი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1969  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1924 წელს სომხური სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პროლეტკულტურის თეატრის სომხურ სექტორში.

1916-1924წწ. ხელმძღვანელობდა სოხუმის, ხოლო 1932-1935წწ. ერევნის კიროვის სახელობის კაუჩუკის ქარხანასთან არსებულ დრამატულ წრეებს; 1932-1935წწ. როგორც მსახიობი მოღვაწეობდა ერევნის მ. გორკის სახელობის თეატრში, ხოლო 1947 წლიდან თბილისის სომხურ თეატრში. სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობასაც. წერდა მოთხრობებსა და ნოველებს, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა სომხურ ჟურნალ-გაზეთებში; აქტიურად თნამშრომლობდა ადგილობრივ სომხურ რადიოგადაცემებში, იყო მხატვრული კითხვის საუკეთესო ოსტატი. შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი, რომელთა შორის აღსანიშნავია: არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), იაგო (შექსპირის "ოტელო"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), საფონოვი (კ. სიმონოვის "რუსი ხალხი"), მხიტარ სპარაპეტი (ა. აბარიანის და ა. ქაჯვორიანის "მხიტარ სპარაპეტი"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ანდრო კახიანი (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), გეორქ მარზპეტენი, დავით ბეგი (ა. ქაჯვორიანი "გეორქ მარზპეტენი", "დავით ბეგი"), პეპო, კაკული, ზამბახოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხაბარდა"), ვაშაკიძე (დ. არაგველის "ღირსეული ჯილდო"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჟორჟ დანდენი (მოლიერის "ჟორჟ დანდენი"), მიჟ დანიელი, ელიზბაროვი, მინთევი (ა. შირვანზადეს "ავი სული", "პატიოსნებისათვის", "მორგანის მძახალი"), აგრონომი (ვ. კოროსტილიოვის "მჯერა შენი"), თუსიანი (ნარ-დოსის "მოკლული მტრედი"), ერეკლე (ავჩიანის "საიათ-ნოვა") და სხვა. წლების მანძილზე იყო თბილისის სომხური თეატრის წამყვანი მსახიობი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.38; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1947 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: