The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზორბეგ ღლონტი

დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

1926 წელს ქობულეთის ოთხწლიანი შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 1937 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია.

1937-1945 წლებში მუშაობდა ბათუმის თეატრის მსახიობად, ხოლო 1945-1948 წლებში ხულოს სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1948 წელს მივლინებულ იქნა ლენინგრადში სარეჟისორო კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამავე წელს დაინიშნა აჭარის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1952-1958 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად. ზორბეგ ღლონტი ასრულებდა სხვადასხვა  ხასიათის როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია: არსენა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), თედო(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ლიონიძე(დ. ერისთავის "სამშობლო"), სოლეიმან-ხანი(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქვაბულიძე(ა. წერეთლის "პატარა კახი"), ბეგლარი(კ. კალაძის "როგორ"), კომანდირი(გ. მდივანის "ალკაზარი"), ექიმი(ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), გოდუნი(ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. დადგმული აქვს სპექტაკლები: ვ. დარასელის "კიკვიძე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", დ. ერისთავის "სამშობლო", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.88

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: