The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა ჩაბიევა

ნინა ჩაბიევა
სხვა სახელი:ნინა ცაბითი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1990  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

1929 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოსური დრამატული დასის სპექტაკლებში. 1930-1931წწ. სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1933-1935წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდიის ოსურ სექტორში. 1936-1948წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "სიმდის" სოლისტად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: შალიკო (ი. მიკიტენგოს "სოფიოს სიმღერა"), ჩაბანანი (ა. ჩიჩოევის "დღესასწაული ჩვენს ქუჩაზე"), სანიათი (ე. ურუიმაგოვას "სანიათი"), ზარადა (გ. შავლოხოვის "სასიძო"), დედა (ვ. ვანეევის "კუბატიევის რძალი"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), მზევინარი (გრ. ბერძენიშვილის "ცეცხლი"), თინათინი (ვ. გაბესკირიას "მხიარული დილა"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ვალია (კ. სიმონოვის "რუსი ხალხი"), გურმიჟსკაია, კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "ტყე" და "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვასილისა (მ. გორკის "ფსკერზე"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), ჟაკლინა (მოლიერის "ძალად ექიმი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.51; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1987.- ტ. 11, გვ.68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1940 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: