The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მელქაძე

Date of birth:15 September, 1915
Date of death:1988  (at 72 years)
Category:Artist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ოზურგეთის რაიონი.

1929-1933წწ. სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიულ-ტექნიკურ სასწავლებელში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1932-1934), ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის (1934-1936), ფოთის (1936-1988) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სალფეტკა (ხუგაევის "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები"). არკადი პავლოვიჩი, სტიოპა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), რეგინო (გ. მდივნის "ალკაზარი"), ბონდო (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"). ფონ-შტუბე (ბ. ლავრენოვის "რღვევა"), სიმღერის მასწავლებელი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), მირიანი (პოლიკარპე კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კნიაჟნიცკი (ძმ. ტურების და ლ. შეინინის "გენერალური კონსული"), გაიოზი, დურმიშხანი (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი", "უფსკრულთან"). ბებურიშვილი (ა. წერეთლის "პატარა კახი"). ბენ იოხაი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოლეგ კოშევოი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ასკარი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან"), დომენტი (შ. დადიანის ''ნაპერწკლიდან''), უჩა, რომანოზი (ვ. პატარაიას ''უჩა უჩარდია''), შალვა (გ. გოგიჩაიშვილის "ჩვენი დროის ახალგაზრდობა"), მედოვსკი (ვ. დარასელის "კიკვაძე"). გიორგი (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ავსანიჩი (ა. მოვზონის "კონსტანტინე ზასლონოვი"), შირეკი (ი. ბურიაკოვსკის "იულიუს ფუჩიკი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), ჰორტენზიო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), პაპუნა (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), სოსია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.51

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: