The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე შაკერბაია

ეკატერინე შაკერბაია
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1979  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაღმარანი, გულრიფშის რაიონო. 

1930 წელს სწავლა დაიწყო სოხუმის თეატრალურ სტუდიაში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ გახდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახიობად მუშაობდა სოხუმის თეატრში, რომლის სცენაზე განასახიერა სხვადასხვა როლები, რომელთა შორის აღსანიშნავია: შაზილა (ს. ჭანბას "მახაჯირი"), მინუცა (შ. ფაჩალიას "დიდი ქორწილი"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), კრუჩინინა, პოლინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), ანა ანდრეევნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ნასტია (მ. კოვეს "კიახბა ხაჯარათი"), ლედი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.40; http://www.kino-teatr.ru/teatr/acter/w/sov/364146/bio/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1954 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი
  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: