The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იადვიგა მაქსიმოვა

იადვიგა მაქსიმოვა
Date of birth:31 December, 1909  (115 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვილნო(ლიტვა).

1927 წელს დაამთავრა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად თბილისის მუშათა თეატრში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოსკოვის კორშის(1928-1930), მოსკოვის მუშათა სამხატვრო(1930-1935), მოსკოვის ერმოლოვას სახელობის(1935-1936), ყაზანის(1936-1937), ოდესის(1937-1939), კიევის წითელი არმიის(1939-1942), დნეპროპეტროვსკის(1942-1944), კიევის ლესია უკრაინკას სახელობის(1944-1945), ვილნიუსის(1946-1947), ტულის(1947-1949) თეატრებში. 1949-1964 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან მსახიობად თბილისის გრიბოედოვის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მილფორდი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), სონია(ნ. პოგოდინის "არისტოკრატები"), დედოფალი(ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ჰერდრუტა(ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), მარგარიტა(ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), დედოფალი(შექსპირის "ჰამლეტი"), იულია(ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი"), კომისარი(ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), ელისაბედი(ვ. დარასელის "კიკვიძე"), ანა კარენინა(ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.91;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.581

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1944 - უკრაინის დამსახურებული არტისტი

Share: