The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანეტა არჩვაძე

ჟანეტა არჩვაძე
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 2017  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1949-1953წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც რ. ებრალიძის პიესაში "ნანა" განასახიერა ნანას როლი, პიესაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" შეასრულა ტასიას როლი. თეატრში მსახიობობასთან ერთად, პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურული და საბავშო გადაცემები. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად. წლების მანძილზე მიჰყავდა სატელევიზიო ჟურნალები: "ჯანმრთელობა", "იავნანა", "საპოვნელა", "საესტრადო პანორამა", "მუსიკალური ფოსტა", "ცანგალა და გოგონა", "ცეროდენას ეკრანი", "იყო და არა იყო რა", "იავნანას წერილების კვალდაკვალ", "ბუნების კარი", "გლობუსი", "კინოაფიშა", "30 წუთი კინოსმოყვარულთათვის", "კინოლექტორიუმი", "ილუზიონი" და სხვა. იყო საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" დიქტორი. 2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.52; imedinews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: