The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ დევაძე

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აგარა, ქედის რაიონი.

ცეკვა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში შეისწავლა ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით. აუდიტორიის წინაშე პირველად ცეკვა "ქართულით" წარსდგა მოსკოვში სტუდენტთა და ახალგაზრდობის 1956 წლის საერთაშორისო ფესტივალზე; 1959-1974წწ. მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა, წარმატებით გამოდიოდა ქართულ ცეკვებთან ერთად რუსულ, ბულგარულ, მოლდავურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ცეკვებში.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.41

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • 1961 - ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი, ვერცხლის მედალი
    ცეკვა "ქართულისთვის"
  • 1957 - თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა, საქართველოს უმაღლესი საბჭოს და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი
    ცეკვა "განდაგანასთვის"

გააზიარე: