The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ტაკიძე

Date of birth:15 July, 1935
Date of death:2004  (at 68 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი.

სოფელ ვან-ზომლეთის (ჩოხატაურის რ-ნი) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1957-1961წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1961-1980 და 1992 წლიდან), თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ (1980-1992) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - ბათუმის თეატრში: ტიბორ ტამანოვი (ო. დგებუაძის "განთიადის დედოფალი"), ისკანდერი (მ. ბაიჯიევნის "დუელი"), ჰერცოგი ორსინო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ევდოკიმოვი (ე. რაძინსკის "კიდევ ერთხელ სიყვარულზე"), ჰემონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ხლუდოვი (მ. ბულგაკოვის "სრბოლა"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა.; თბილისის ს. ახმეტელის სახელმწიფო თეატრში: გემის მეთაური, წინამძღოლი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), მუსა (ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი"), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (გ. ბათიაშვილის "1932 წელი"), სგანარელი (მოლიერის "ძალად ექიმი"), იულიუს კეისარი, ბრუტოსი (შექსპირის "იულიუს კეისარი"), საგადეევი (აბდულინის "უკანასკნელი პატრიარქი"), ანგი (ო. იოსელიანის "ყრუ ღმერთები"), ინსპექტორი (ფ. მარსოს "ბიჭუნა"), დავით მეფე (ა. კაკაბაძის "დემეტრე მეორე") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.44.

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1973 - სსრკ ხალხთა დრამატურგიის ფესტივალის დიპლომი
    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ილიას ალიბაევი, ჩ. აიტმატოვის "ჩემი წითელ თავსაფრიანი ჩინარი"
  • 1969 - ბულგარული დრამატურგიის ფესტივალის დიპლომი
    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, პავლე ი. პეიჩევის "ყოველ შემოდგომის საღამოს"
  • 1967 - რესპუბლიკური კონკურსის დიპლომი
    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მირიანი აკ. გეწაძის სპექტაკლში "წმინდანები ჯოჯოხეთში"
  • 1967 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • პოლონეთის დრამატურგიის ფესტივალის დიპლომი
    მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, იოასი, ე. იურანდოტის "მეცხრე წმინდანი"

Share: