Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის გადელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიულ-სამშენებლო ტექნიკუმი 1955 წელს, ხოლო 1961 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს მუშაობდა აბაშისა და გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილი) სარაიონთაშორისო სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ჯერ ხობის, შემდგომ მარნეულის სამშენებლო სამმართველოებს; მისი მონაწილეობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი დასავლეთ საქართველოში და ქვემო ქართლის რეგიონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.116 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |