Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო თოფაძე![]()
Biographyსწავლობდა თბილისის ორ მუსიკალურ სასწავლებელში, ერთში ვოკალურ ხელოვნებაში იღრმავებდა ცოდნას, ხოლო მეორეში სოლფეჯიოს, თეორიას და მუსიკის ისტორიას ეუფლებოდა. სიმღერას ასწავლიდა ყაზბეგის საშუალო სკოლაში, შემდეგ პირველ და მეორე მუსიკალურ სასწავლებელში; სწავლის შემდეგ ისევ მშობლიურ ყაზბეგს დაუბრუნდა; ოცდაათი წლისამ ყაზბეგის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში დაიწყო მუშაობა კონცერტმაისტერად; შემდეგ მოხევეთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა; 1951 წელს დამოუკიდებლად უხელმძღვანელა რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; მომდევნო წელს კი, ანსამბლის რეორგანიზაციის შემდეგ, ყაზბეგის რაიონის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა; მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და ფესტივალებში; ანსამბლის წევრები გამოდიოდნენ ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსებზეც; 1954 წელს თბილისში მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის ანსამბლი დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ასევე მიღებული აქვს პირველი და მეორე ხარისხის მრავალი დიპლომი და სიგელი; ნინო თოფაძემ მრავალი მოხევური ხალხური სიმღერა გამოავლინა, მშობლიური კუთხის ჰანგებზე შექმნა ისეთი სიმღერები, რომელთაც ასრულებდა როგორც ანსამბლი, ისე სკოლის გუნდი (მას 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა); მისი მდიდარი რეპერტუარიდან მრავალი სიმღერა ჩაწერილია საქართველოს რადიოკომიტეტის მიერ და მათ ხშირად გადასცემენ; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |