შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გადელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. იყო აზერბაიჯანის სამშენებლო ტრესტ "მტკვარი-არაქსწყალმშენის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1960-1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებელი; 1963-1965წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1973წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა სამშენბლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური და ტექნიკური სამმართველოების უფროსად, N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1973-1974წწ. იყო საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის მშენებლობის განყოფილების გამგე; 1974-1975წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სასოფლო მშენებლობისა და მელიორაციის განყოფილების გამგის მოადგილე; 1975-1976წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1976-1982წწ. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრი; 1982-1985წწ. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1985-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სასოფლო მშენებლობისა და მელიორაციის განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე; მისი ხელმძრვანელობით აშენდა 12 საშუალო სკოლა (დმანისში, წალკაში, მანგლისში, კუმისში, კოდასა და ბოლნისში), კულტურის სახლები (მარნეულსა და წალკაში), კავშირგაბმულობის შენობა (წალკაში), რკინაბეტონის ქარხანა, სახლსაშენი კომბინატი და პროფტექნიკური სასწავლებელი (მარნეულში), საკონსერვო ქარხნები, წყალსადენები, ქვის დამამუშავებელი ქარხნები, "პნევმოტრანსპორტის" უნიკალური კომპლექსი და მრავალი სასოფლო-სამეურნეო თუ სამელიორაციო ობიექტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.117; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.183 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |