The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკი თუთბერიძე

ბაკი თუთბერიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ თუთბერიძე
დაბადების თარიღი:1890  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ბავშვობიდანვე ცდილობდა დაუფლებოდა თავის საყვარელ მუსიკალურ ხელოვნებას; სანდრო კავსაძის ღირსეულ მოწაფეთაგან ერთ-ერთი პირველი ადგილი ნიკოს უნდა მიეკუთვნოს; 1916 წელს სანდრო კავსაძის კონცერტზე, ზესტაფონში მსმენელს განსაკუთრებით მოსწონებია ტრიოს მიერ შესრულებული ნიკო სულხანიშვილის "გახსოვს, ტურფავ", რომელიც გიტარაზე აუჟღერებია ნიკო თუთბერიძეს; მის ლოტბარად ფორმირებაში, სანდრო კავსაძის გარდა, დიდი ღვაწლი მიუძღვით მიხეილ შარაბიძეს, ძმებს მელიტონ და ბართლომე კუხიანიძეებს; მან შეძლო მუსიკალური ცოდნის გაღრმავება  ქუთაისსა და ჭიათურაში; ქართული ხალხური სიმღერის უფროსი თაობის წარმომადგენელმა შთამომავლობას შემოუნახა ბევრი იმერული ხალხური სიმღერა; 1929 წელს ზესტაფონის რკინიგზელთა სკოლაში დაიდგა საბავშვო ოპერები "რწყილი და ჭიანჭველა", "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს"(ვინოგრადოვის კრებულიდან) და შალვა თაქთაქიშვილის "პირველი მაისი"(ტექსტი ლადო გეგეჭკორის); ნიკოს მათ დადგმაში ეხმარებოდა სიმღერის მასწავლებელი გიგა ჯუღელი; მომდევნო წელს ფრთა შეესხა მშრომელთა ოცნებას, ზესტაფონში გაიხსნა ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის ფილიალი(დირექტორი ნიკოლოზ თუთბერიძე), ხოლო 1932 წელს დაარსდა მუსიკალური ტექნიკუმი, სადაც ის ასწავლიდა საგუნდო ხელოვნებას, თეორიასა და სოლფეჯიოს; მალე ტექნიკუმის მომღერალთა გუნდს სარაიონო დათვალიერებაზე პირველი ადგილი მიეკუთვნა; 1936 წელს როგორც კარგი ინსტრუმენტალისტი შეთავსებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მეჩონგურეთა ჯგუფს; ორი წლის შემდეგ მას ზესტაფონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელობა დაეკისრა; გუნდს რეპერტუარში ჰქონდა როგორც ქართული, ისე მოძმე ხალხების სიმღერები, აგრეთვე საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებები; 1955-1958წწ. ხელმძღვანელობდა ზესტაფონის მასწავლებლის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; საზოგადოებრივ საწყისებზე კონსულტაციას უწევდა რაიონის სასოფლო კლუბების მომღერალთა თვითმოქმედ გუნდებს; მრავალი მისი მოწაფე ცნობილი მოღვაწე გახდა, მრავალიც მომღერალი(ე. ხიჯიკაშვილი, ი. დავითაშვილი), ლოტბარი და მუსიკისმცოდნე; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 105



გააზიარე: