The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჭანტურიშვილი

დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 2004  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1942 წელს.

1942- 76 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1963-1976 წლებში იყო ქანების ფიზიკის განყოფილების გამგე, 1974-1976 წლებში გეოელექტრობისა და გეომაგნეტიზმის სექტორის გამგე. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრის გამგეა; მისი შრომები შეეხება ქანების ფიზიკური თვისებების შესწავლისა და ელექტროძიების საკითხებს. გეოფიზიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1962), პროფესორი(1970). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: