The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მეიერი გაზაშვილი

მეიერი გაზაშვილი
ოფიციალური სახელი:შალვა გაზაშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 

1952 წლიდან დაიწყო მუშაობა ქ. სევასტოპოლის არქიტექტურის სამმართველოს ინჟინრად; იყო ქ. სევასტოპოლის საპროექტო ინსტიტუტ "გორპროექტის" ინჟინერი და პროექტის მთავარი ინჟინერი; ტრესტ "სტავროპოლსტროის" საპროექტო კანტორის მთავარი ინჟინეერი; 1959 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" N5 არქიტექტურული სახელოსნოს, ხოლო 1970 წლიდან - ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად; მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტდა თბილისის სპორტის სასახლე (თანაავტორებთან ერთად), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, უნივერმაღი "თბილისი", "დინამოს" (ამჟამად ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული) სტადიონის რეკონსტრუქცია და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.118

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: