The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიო ჭანტურიშვილი

სიო ჭანტურიშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1911 წელს.

მის შემოქმედებაში ძირითადი მორალურ-ეთიკური პრობლემატიკაა. მას ეკუთვნის დრამები: "მორევში"(1910-1911, "სული ობოლი"(1916), "ბურუსი"(1919), "გაზაფხულის ვნება", "ზღუდეთა შორის" და ვოდევილი "გმირი". მისი პუბლიცისტური და კრიტიკული ნარკვევებიდან აღსანიშნავია წერილების სერია "სცენური ხელოვნების სიახლეთა შესახებ"(გაზეთი "ზაკავკაზსკაია რეჩ", 1911), რომელშიც ავტორი იცავდა რეალიზმის პრინციპებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382

ბიბლიოგრაფია

  • ბურუსი : პიესა 3 მოქმედებად (ავტორი). - ტფილისი, სახელმწ. სტ., 1919. - 78გვ.

გააზიარე: