The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჭანუყვაძე

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1984  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხემლისხიდი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს.

1949-1961 წლებში იყო საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1955-1956 წლებში საბჭოთა ვაჭრობის საკავშირო დაუსწრებელი ეკონომიკის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, 1967-1979 წლებში თბილისის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების პოლიტეკონომიკის კათედრის გამგე. 1978 წლიდან პრორექტორი ეკონომიკური ფაკულტეტების მუშაობის დარგში. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება თანამედროვე ბურჟუაზიულ პოლიტეკონომიურ კრიტიკას. იგი 100-მდე მეცნიერული შრომის ავტორია. გ. ჭანუყვაძის შრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. დაჯილდოებულია მედლებით. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1967). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.383

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კპ XV, XVIII-XX ყრილობა, დელეგატი
  • სკკპ , წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს პრემია
  • პირველი საუნივერსიტეტო სამეცნიერო პრემია (3 პრემია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: