Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჭანუყვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხემლისხიდი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. 1949-1961 წლებში იყო საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1955-1956 წლებში საბჭოთა ვაჭრობის საკავშირო დაუსწრებელი ეკონომიკის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, 1967-1979 წლებში თბილისის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების პოლიტეკონომიკის კათედრის გამგე. 1978 წლიდან პრორექტორი ეკონომიკური ფაკულტეტების მუშაობის დარგში. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება თანამედროვე ბურჟუაზიულ პოლიტეკონომიურ კრიტიკას. იგი 100-მდე მეცნიერული შრომის ავტორია. გ. ჭანუყვაძის შრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. დაჯილდოებულია მედლებით. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1966), პროფესორი(1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.383 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |