The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გამყრელიძე

გივი გამყრელიძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:2011  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1953 წელს.

1953 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" სისტემაში; 1957 წლიდან იყო თბილისის N2 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სურსათმშენმონტაჟის": ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, მექანიზაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; N9 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ახალჩამოყალიბებული სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" მთავარი ინჟინერი, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N9 სამონტაჟო ტრესტის მმართველი; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსსპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მთავარი სამმართველოს ("საქმთავარმონტაჟსპეცმშენის") უფროსის მოადგილედ, 1979 წლიდან - უფროსად; სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჰოლდინგურ კომპანია "მონტაჟსპეცმშენს"; იყო სს "მონტაჟსპეცმშენის" პრეზიდენტი; მისი თაოსნობით დაფუძნდა სამონტაჟო სამმართველო "სპეცჰელიომონტაჟი", რითაც დასაბამი მიეცა საქართველოში იაფი და ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგიის გამოყენებას; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობის, ბინათმშენებლობის, სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა რუსთავის მეტალურგიული, ზესტაფონის ფეროშენადნობთა, თბილისის ელმავალმშენებელი და ფოლადთუჯსასხმელი, ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, რუსთავის ქიმიური კომბინატის, საჩხერის ბამბის საქსოვი ფაბრიკის, ს/გ "ჭიათურმანგანუმის" რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოებს; კოსმოსში გასაშლელი 42 მეტრიანი ანტენის უნიკალური კომპლექსის მშენებლობას (საგურამოში); მონაწილეობდა გამოსაცდელი სტენდების ცალკეული კვანძების შერჩევასა და სწორ კონსტრუქციულ გადაწყვეტაში; მისი ხელმძღვანელობით, "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" კოლექტივი აქტიურად მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთში სტიქიით დაზარალებული რაიონების აღდგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.118; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • ღირსების ორდენი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: