შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ჭედია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წალენჯიხა, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი დ. კობახიძე) 1926 წელს. 1926-1936 წლებში მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1936 წლიდან იყო სომხური თეატრის ქართულ დასში. ასრულებდა დრამატულ და კომედიურ როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), იაგორი (გ. მდივნის "სამშობლო"), ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), სულთანბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია მ. ჯაფარიძის "ლამპარი", ვ. შკვარკინის "ნაბიჭვარი", გარსია ლორკას "მეწაღის ჯადოქარი ცოლი" და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.388 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |