The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ჭეიშვილი

ოფიციალური სახელი:აპოლინარ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1893
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1975  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს.

1930-1950 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილების გამგედ, ერთდროულად განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური, ხოლო 1956-1970 წლებში ამავე ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის კათედრებს. შეისწავლიდა ნაწლავთა გაუვალობის, რეგენერაციისა და სამედიცინო კიბერნეტიკის საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1942). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.389

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: