The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ინასარიძე

შალვა ინასარიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1970  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია 1919 წელს.

1920 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1921 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის პორტის საბაჟოში. 1925 წლიდან სწავლობდა ბათუმში არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომლის დახურვის შემდგომ მსახიობად ჩაირიცხა ბათუმის თეატრში. 1931-1934წწ. სწავლობდა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1923-1925წწ. მუშაობდა ბათუმის ცენტრალურ კლუბთან არსებულ დრამ-წრეში. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ბათუმის (1925-1926), ქუთაისის (1926-1927), ჭიათურის (1927-1929) თეატრებში, ხოლო 1934-1936წწ. აჭარის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1936 წელს მან ბათუმის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა და იქ მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლო წლებამდე: 1940-1941წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად, 1941-1948წწ. რეჟისორად. 1948-1951წწ. დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1951 წელს დამდგმელ რეჟისორად. რეჟისორული მოღვაწეობის პერიოდში დროდადრო ასრულებდა სხვადასხვა როლს, რომელთა შორის აღსანიშნავია: სიტნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), შტუბე (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ტკაჩოვი (ა. სლავინსკის "პროტესტი") და სხვა. მისი რეჟისორობით განხორციელებულია 100-მდე სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი. აქედან აღსანიშნავია: დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" ს. შანშიაშვილის "ფოლადური", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", "ირმის ხევი", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი", გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი", გ. მდივნის "ალკაზარი", "ბრმა", გ. ქელბაქიანის ''შესაფერი ჯილდო'', მ. მრევლიშვილის ''ნიკოლოზ ბარათაშვილი'', ა. კორნეიჩუკის ''პლატონ კრეჩეტი'', ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ა. პოპოვის "ოჯახი", ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უმზითვო", ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში", ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი", შერიდანის "ცელქი ქალები" და სხვა.  

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.54;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.266; geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: