The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ სალაყაია

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1925  (98 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა სენაკის მე-2 საშუალო სკოლა 1942 წელს. 1942 წელს სწავლა გააგრძელა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე.

სკოლის ასაკიდანვე მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში, აგრეთვე სენაკის სახელმწიფო თეატრის ცალკეულ დადგმებში; 1945-1949წწ. იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი; 1949-1953წწ. - ფოთის თეატრის მსახიობი; 1953-1966წწ. - სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი; ყელის დაავადების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საყვარელი პროფესია და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაერთო; 1966-1970წწ. იყო დასასვენებელი სახლის "რიწის ტბის" დირექტორი; 1970-1974წწ. სარეკლამო სააგენტო "ივერიას" აფხაზეთის კომბინატის დირექტორად დაინიშნა: 1974-1980წწ. საქართველოს სარეკლამო საგენტო "ივერიას" დირექტორის მოადგილე, შემდგომ ბოლო ერთი წელი დირექტორი. 1980-1990წწ. აფხაზური და ქართული თეატრების გაყოფის შემდეგ (1980) ქართული სახელმწიფო თატრის დირექტორ-განმკარგულებერლია; 1990 წლიდან სენაკის სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ქართულ სცენაზე განასახიერა შემდეგი როლები: სოხუმის თეატრში: გელა ("ხევისბერი გოჩა"), სოლეიმანი, ასკარი ("არშინ მალ ალანი"), ოქროპირი ("უტუ მიქავა"), იერემია წარბა ("პირველი ნაბიჯი"), ტიბალტი ("რომეო და ჯულიეტა"), მაღალაშვილი ("ქართლის ჩირაღდნები"), ჰერცოგი ("მეთორმეტე ღამე"), გაიოზ გადალენდია ("ტარიელ გოლუა"), დურმიშხანი ("სურამის ციხე"), პირატოვი ("უმზითვო"), დათიკო ("გლახის გაამბობი"), მახუნხინა ("მშვიდობის კუნძული"), შტუბე ("რღვევა"), ხომენკო, შტუბე ("კიკვიძე"), იერემია წარბა ("პირველი ნაბიჯი"); ფოთის თეატრში განასახიერა: რობინ ჰუდი ("რობინ ჰუდი"), პეტრუჩიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ვანათალინჰო ("ცეკვის მასწავლებელი"), რომანოზი ("უჩა უჩარდია"); სენაკის თეატრში: გიორგი ("და-ძმა"), ეზეკი ("ლევანუხუს ხმალი"), გაჰინსბორნი ("რობინ ჰუდი"), ქაიხოსრო გურიელი ("სამეგრელოს მთავარი ლევანი"), პეპო ("პეპო").

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.329

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: