Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. პირველად სცენაზე 1921 წელს გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. შემდეგ მონაწილეობას იღებდა ჩოხატაურის და სხვა დრამწრეთა წარმოდგენებში; 1925 წელს, ოზურგეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წელს სწავლას თავი დაანება და მსახიობად დაიწყო მუშაობა თბილისის სატირის თეატრში, სადაც 1930 წლამდე იმუშვა; 1930-1931წწ. სოხუმის პროფსაბჭოს თეატრის მსახიობი; 1931-1936წწ. ცხაკაიას დრამწრის მსახიობი; 1936-1939წწ. ცხაკაიას თეატრის მსახიობი და დამდგმელი რეჟისორი; 1949 წლიდან ცხაკაიას კულტურის სახლში დრამ-კოლექტივის ხელმძღვანელი და მსახიობი. შესრულებული აქვს 80-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ლევანი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ყვარყვარე ათაბაგი (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ზაქარია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა; დადგმული აქვს: გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი", ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი", ალ. ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი", შ. დადიანის "გეგეჭკორი", ა. წერეთლის "პატარა კახი", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.50 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |