The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუბა კალანდაძე

დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1986  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოზურგეთის შრომის საშუალო სკოლა 1926 წელს.

1930-1939წწ. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში საფინანსო დარგში. პარალელურად მონაწილეობდა დრამწრეების წარმოდგენებში. 1939 წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად ოზურგეთის თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. პირველი როლი ითამაშა სპექტაკლში "პატარა კახი". რომლის დადგმა განახორციელა ვ. ყუშიტაშვილმა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ექიმის თანაშემწე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სოფო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ციალა (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მაია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ლამარა (დ. თაქთაქიშვილის "უკანასკნელი ნიღაბი"), რაისა (გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), ვერა (ნ. არეშიძის "ნახვამდის"), თამრო (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), მონკოვსკაია (ე. ლუტოვსკის "ოჯახური სქემა"), კაროჟნა, ნატალია (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "დარისპანის გასაჭირი"), როზეტა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: