Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუბა კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ოზურგეთის შრომის საშუალო სკოლა 1926 წელს. 1930-1939წწ. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში საფინანსო დარგში. პარალელურად მონაწილეობდა დრამწრეების წარმოდგენებში. 1939 წელს მუშაობა დაიწყო მსახიობად ოზურგეთის თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. პირველი როლი ითამაშა სპექტაკლში "პატარა კახი". რომლის დადგმა განახორციელა ვ. ყუშიტაშვილმა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ექიმის თანაშემწე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სოფო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ციალა (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), მაია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ლამარა (დ. თაქთაქიშვილის "უკანასკნელი ნიღაბი"), რაისა (გ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა"), ვერა (ნ. არეშიძის "ნახვამდის"), თამრო (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), მონკოვსკაია (ე. ლუტოვსკის "ოჯახური სქემა"), კაროჟნა, ნატალია (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "დარისპანის გასაჭირი"), როზეტა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |