შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩიტოლია ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ზესტაფონის ქალთა გიმნაზია 1924 წელს. 1930 წლიდან თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ქართულ კინემატოგრაფიას. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი დაუღლავ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ქართულ კინოხელოვნებაში და გადაღებულია 50-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში. მის მიერ ეკრანზე შექმნილი სახეებიდან აღსანიშნავია: ეთერი ("უკანასკნელი მასკარადი"), მარინე ("დარიკო"), ნიფადორა ("დაკარგული სამოთხე"), ჩიტოლია ("ჭირვეული მეზობლები"), ჩიტოლია ("აკაკის აკვანი"), დედოფალი ("ჯურღაის ფარი"), აგრაფინა ("ჭრიჭინა"), სეფორე ("ჩვენი ეზო"), ივლიტა ("დათა თუთაშხია") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.50; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |