The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩიტოლია ჩხეიძე

ჩიტოლია ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:ნინო ჩხეიძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1980  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ზესტაფონის ქალთა გიმნაზია 1924 წელს.

1930 წლიდან თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ქართულ კინემატოგრაფიას. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი დაუღლავ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ქართულ კინოხელოვნებაში და გადაღებულია 50-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში. მის მიერ ეკრანზე შექმნილი სახეებიდან აღსანიშნავია: ეთერი ("უკანასკნელი მასკარადი"), მარინე ("დარიკო"), ნიფადორა ("დაკარგული სამოთხე"), ჩიტოლია ("ჭირვეული მეზობლები"), ჩიტოლია ("აკაკის აკვანი"), დედოფალი ("ჯურღაის ფარი"), აგრაფინა ("ჭრიჭინა"), სეფორე ("ჩვენი ეზო"), ივლიტა ("დათა თუთაშხია") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.50; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი:     www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: