The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუის ალვარე ფერნანდესი

ლუის ალვარე ფერნანდესი
ოფიციალური სახელი:ლუის ალვარე უაინო უერტა ფერნანდესი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:1994  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მიერისი, ესპანეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს.

1967 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების განყოფილების დამდგმელ მხატვრად, შემდეგ რეჟისორად. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ო, მოდა, მოდა..." (ანიმაციური, 1968), "მონადირე, ბიჭი და ძაღლი" (ანიმაციური, 1970), "ბომბორა სწავლას იწყებს" (ანიმაციური, 1973); დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "თერძი ბესო" (ანიმაციური, 1977) და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.51; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი:       www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: