The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გალინა პატარიძე

გალინა პატარიძე
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბუი, კოსტრომის ოლქი.

დაამთავრა თბილისის 42-ე საშუალო სკოლა 1962 წელს. 1963-1967წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (აკ. ხორავას ჯგუფი).

1967 წლიდან იყო მესხეთის თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნენო (ა. ჩხეიძის "თედორე"), ნაზო (ბერიაშვილის "მეხდაცემული კაკალი"), მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), გულიკო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ნათია (ა. ჩხაიძის "ქეთევანი"), ამალია (შილერის "ყაჩაღები"), მედეა (ლ. სანიკიძის "მედეა"), მაია (გ. ნახუცრიშვილის "დედა, მამა და შვილები"), მირანდოლინა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი") და სხვა; 1977 წლიდან მეტეხის თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: ქალი (სერვანტესის "მწუხარე სახის რაინდი"), მასწავლებელი (ე. ნიჟარაძის "დაელოდე ვარსკვლავთცვენას"), ბარონესა (გაშეკის "შვეიკი"), დიანა ვაჩნაძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), ფრუ სარდი (ბრეხტის "გალილეო გალილეი"), ნესტანი (თ. ჭილაძის "მკვლელობა"), პატიმარი, ელენე (ს. მრევლიშვილის "სიკვდილმისჯილთა თეატრი" და "საბა ხუროთმოძღვარი"), ხალიჯანი (ე. ნინოშვილის "პარტახი"), მომღერალი ქალი (რ. მიშველაძის "უფანდუროდ ნამღერი"); 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალურ ინსტიტუტში მეტყველების პედაგოგი. გადაღებულია ფილმებში: "კუჩხი ბედინერი" (1978), "მე მოვედი" (ლადოს დედა, 1981);

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1995. -გვ.52; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი:      www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: