The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მჟავანაძე

დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1975  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როხი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია 1924 წელს. 1924-1926წწ. სწავლობდა პროლეტკულტურის დრამატულ სტუდიაში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის (1927-1928), მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928-1930 და 1932-1933), დუშეთის სახალხო (1930-1932, დირექტორი და რეჟისორი), ხობის (1936-1938, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), ველისციხის (1945-1946, მთავარი რეჟისორი), თელავის (1946-1948, მთავარი რეჟისორი), ზესტაფონის (1948-1949, დირექტორი და მთავარი რეჟისორი), ცხინვალის (1949-1950, მთავარი რეჟისორი), საქართველოს რადიოს საინფორმაციო სამმართველოში (1950, რეჟისორი). დადგმული აქვს: აქვ. ცაგარელის "ხანუმა", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", შ. თაქთაქიშვილის "ხალხის რჩეული", ა. წერეთლის "პატარა კახი", გ. აბაშიძის "ბედნიერება" და სხვა. შესრულებულია აქვს როლები: კაკული (ა. აწყურელის "ორი მშიერი"), ბიჭი (ვ. რუაძის "არსენა"), ებრაელი (აქვ. ცაგარელის "ოინბაზი"), როსტომი (შ. დადიანის "საშინელი შურისძიება"), გლეხი (ეგ. ნინოშვილის "ჯანყი გურიაში"), მცველი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), მუშა და ვეზირი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), პირფელიანი (აკ. წერეთლის "კინტო"), მატროსი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), სიძე (გ. ერისთავის "გაყრა") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: