The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თევზაძე

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 2006  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

1936–1940 წლებში სწავლობდა თეატრალურ ინტსტიტუტში. 1944 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1958–2004 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დავით თევზაძე იკვლევდა XX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და სალიტერატურო კრიტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში" (1964), "კრიტიკის ბუნება" (1978), "კონსტანტინე გამსახურდია და თანამედროვეობა" (1996), "ვასილ წერეთელი" (1998), "ქართული სიმბოლიზმი– პრო ეტ ცონტრა" (2002) და სხვ. თარგმნა ლოპე დე ვეგას კომედია "შეყვარებული ასული" (1948). იყო არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი.  ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1976).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.645

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: