შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიხალიძეები, ქედის რაიონი. ხალხური სიმღერა ბავშვობიდანვე შეიყვარა; დიდ დახმარებას უწევდა ბიძა ხასან შარაძე, რომელმაც მრავალი ხალხური სიმღერა შეასწავლა; მესამე და მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე წარმატება მოიპოვა, შესრულდა საინტერესო ძველი ხალხური სიმღერები "მოყვარე", "ხინწკალა", "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო"; საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ საფინანსო სფეროს მუშაკი იყო, შემდეგ სოფელ გუნდაურის კოლმეურნეობას თავმჯდომარეობდა; შემდეგ ქედის კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგე, მერისის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; მთავარ ყურადრებას მაინც მომღერალთა გუნდების შექმნას უთმობდა; აჭარის რესპუბლიკურ დათვალიერებაზე წარდგა კოლმეურნეობის კარგად მომზადებული გუნდით და პირველი ადგილი დაიმსახურა; მიღებული ჰქონდა მრავალი სიგელი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 107 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |