შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამიზ თურმანიძე![]()
ბიოგრაფიაბავშვობიდანვე დიდი სურვილი გაუჩნდა ჩონგურზე დაკვრა ესწავლა და ხალხურ ხელოვნებას დაწაფებოდა; ქედის რაიონის მაღალმთიან სოფელ ოქტომბერში გუნდის ხელმძღვანელობა მიანდეს, ამ საქმეს დიდი მონდომებით შეუდგა; საკოლმეურნეო გუნდს სათანადო რეპერტუარი შეურჩია; 1936 წელს ქედის რაიონის კულტურის სახლის ხელმძღვანელად დააწინაურეს; ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ქედის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომელსაც მეშვიდე და მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე წარმატება მოაპოვებინა; 1939 წელს თბილისში სამთვიან საგუნდო-სადირიჟორო კურსებზე მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენა; ნოტების საშუალებით მომღერლებს კარგად გადასცემდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; ოქტომბრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ფესტივალს სოფელ ოქტომბრისა და წონიბრისის გუნდებით შეეგება; მონდომება და ენერგია არ დაიშურა, რათა დავიწყებას არ მისცემოდა ძველი ხალხური სიმღერები; მან მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღზარდა, ზოგი მათგანი დამოუკიდებლად გაუძღვა ამ მეტად საჭირო და სასარგებლო საქმეს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 107
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |