შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო თურქაძე![]()
ბიოგრაფიასასულიერო სემინარიაში სწავლის დროს მთელი ყურადრება სიმღერა-გალობისაკენ ჰქონდა მიპყრობილი; იმ დროს მოწაფეებს აკრძალული ჰქონდათ სცენაზე გამოსვლა, ამიტომ ფარულად ჩაირიცხა მიხეილ კავსაძის გუნდში და მონდომებით შეუდგა ხალხური სიმღერების შესწავლას; ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი იყო ქ. ბაქოში გამართული კონცერტი, სადაც მან სიმღერები და ცეკვები განსაკუთრებული მონდომებით შეასრულა; პარალელურად მღეროდა მარო თარხნიშვილთანაც; 1937 წლიდან ტრამვაის სამმართველომ მიიწვია თვითმოქმედი კოლექტივის ხელმძღვანელად; 1940 წელს თვითმოქმედი წრეების დათვალიერებაში მონაწილეობდა მეჩონგურეთა ანსამბლი მისი ხელმძღვანელობით; 1950 წელს დედაქალაქის პირველი მაისის რაიონის მუშა-მოსამსახურეების მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივების რაიონულ დათვალიერებაზე ორი ანსამბლით წარდგა; თვალსაჩინო მოღვაწეობისათვის ბევრჯერ იყო დაჯილდოებული; ხელმძრვანელობდა ასევე ხანდაზმული მომღერლების ანსამბლს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 108 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |