The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ერისთავი

ნიკოლოზ ერისთავი
დაბადების თარიღი:1820
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1856  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერისთავი ნიკოლოზ დიმიტრის ძე იყო რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო 1840 წელს კავკასიის ომში, სადაც დაიჭრა და მხოლოდ 1844 წელს დაუბრუნდა მწყობრს. შემდგომ იგი "ქართულ დრუჟინაში" ჩარიცხეს და დაღესტანში გაგზავნეს. ახალგაზრდა ოფიცრის მამაცობით მოხიბლულმა მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა  ნიკოლოზ ერისთავი ქართველ გრენადერთა პოლკში ჩარიცხა და თავის ადიუტანტადაც დანიშნა. ნიკოლოზ ერისთავს ახალი დიდება მოუტანა ყირიმის ომმა (1853–1856), რომლის დროსაც იგი 2 ბატალიონით და გურიის მილიციის 10 ასეულით სოფელ ნიგოითთან იდგა და ოზურგეთიდან მომავალ გზას იცავდა. თურქთა სარდალი სელიმ-ფაშა 1854 წლის 27 მაისს იოლი გამარჯვების იმედით ნიგოითისაკენ დაიძრა, მაგრამ ნიკოლოზ ერისთავმა მოულოდნელი იერიშით მრავალრიცხოვანი მტრის რიგებში არეულობა შეიტანა და სასტიკად დაამარცხა. ამ გამარჯვებამ გურიის რაზმის სარდალს გენერალ ი. მ. ანდრონიკაშვილს შესაძლებლობა მისცა, სწრაფი იერიშით დაეკავებინა ქალაქი ოზურგეთი. ნიკოლოზ ერისთავმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჩოლოქის ბრძოლაში, სადაც მისი რაზმი ცენტრში მოქმედებდა. იგი მოხსენებითი ბარათით იმპერატორთან გაგზავნეს, მეფემ მას პოლკოვნიკობა უბოძა. მალე ნიკოლოზ ერისთავი ყირიმის ფრონტზე გადავიდა და იქვე დაიღუპა (სევასტოპოლი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: