შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ვართანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, საარტილერიო სასწავლებელი, ოფიცერთა საარტილერიო სკოლა, მიხეილის საარტილერიო აკადემია. 1872 წლიდან მსახურობდა საარტილერიო ნაწილებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. 1898–1904 წლებში მეთაურობდა კავკასიის არმიის საარტილერიო პოლკს, 1907–1908 წლებში მე-16 საარტილერიო ბრიგადას. 1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1915–1916 წლებში იყო მე-14 საარტილერიო კორპუსის ინსპექტორი, შემდეგ–I არმიის არტილერიის ინსპექტორი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1913). გარდაიცვალა ვარშავაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |