| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ვართანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი 1872 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი - 1875 წელს, მიხეილის საარტილერიო აკადემია - 1882 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა - 1895 წელს. ჯარში მსახურობდა 1872 წლიდან, 1875 წლიდან - ოფიცერი; მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში; ომის შემდეგ დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სასწავლო-საარტილერიო პოლიგონის უფროსის თანაშემწედ; 1895-1898წწ. მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადის 1-ი ბატარეის მეთაურად; 1898-1904წწ. - კავკასიის სამხედრო ოლქის მე-2 სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსი; 1904-1905წწ. - 59-საარტილერიო ბრიგადის 1-ი დივიზიონის უფროსი; 1905-1907წწ. - მორტირთა მე-3 საარტილერიო დივიზიონის მეთაური; 1907-1908წწ. - მე-16 საარტილერიო ბრიგადის მეთაური; 1908-1912წწ. - 27-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური; 1900 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1907 წლის 31 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1912-1916წწ. - მსახურობდა მე-XIV საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორად; მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში; 1916 წლის 16 აპრილს დაინიშნა 1-ი არმიის არტილერიის ინსპექტორად; 1919 წლის 2 ივლისიდან ირიცხებოდა "ჩრდილოეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების" მთავარსარდლის შტაბის რეზერვში, შემდეგ კი შავი ზღვის ოლქის ჯარების რეზერვში; 1919 წლის დეკემბრიდან თავმჯდომარეობდა უწყებათაშორისო სარეკვიზიციო კომისიას ქ. ხერსონში; 1920 წლიდან მსახურობდა მთავარსარდალ ვრანგელის "რუსული არმიის" შტაბის, ბეჭდვით განყოფილებაში, ყირიმის სრულ ევაკუირებამდე; 65 ევაკუირებულ იქნა კატაროში (იუგოსლავია), გემ "ისტერნ-ვიქტორზე". საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1913). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.175; სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.64-65 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

