The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არკადი ვართაპეტოვი

ოფიციალური სახელი:არტაშეს ვართაპეტოვი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1894
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1987  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს.

1952 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიურ განყოფილებას. იკვლევდა ნეიროგენულ-ალერგიული დერმატოზების პათოგენეზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. დაამუშავა ქრონიკული დერმატოზების ბალნეო და თალასოთერაპიით კომპლექსური მკურნალობისა და სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით მკურნალობის წესები. შეისწავლა ნერვული სისტემის როლი ტროფიკული წყლულების განვითარებაში. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება კანის პათოლოგიასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შორის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956). დერმატოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.175

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ დერმატოლოგ-ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1973-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: