The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი გამყრელიძე

ირაკლი გამყრელიძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1997წწ. მუშაობდა თბილისის სპეციალიზებულ სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოს სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად, შემდგომში საპროექტო ინსტიტუტ "საქრესტავრაციაშია"; 1997-2003წწ. ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში პროექტის მთავარი არქიტექტორი იყო; 2004-2009წწ. მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო კომპანია CAD studio-ს წამყვან არქიტექტორად; 2010 წლიდან შპს "კად სტილის"და შპს "GASU"-ს დამფუძნებელი და დირექტორია; მის მიერ შესრულებული და რეალიზებული პროექტებიდან აღსანიშნავია: წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (ონის რაიონი, სოფ. უწერა), წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (საინგილო, სოფ. ალიბეგლო), ქურმუხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (საინგილო), საქართველოს ეროვნული ბანკის შენობის რესტავრაციის პროექტი, საცხოვრებელი სახლის რეგენერაცია-ადაპტაცია სასტუმროს შენობად (არმაზის ქუჩაზე, თბილისში), რესტავრაცია ადაპტაციის პროექტი ბოტანიკური ქუჩა (თბილისში), საცხოვრებელი სახლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ბესიკის ქუჩაზე (თბილისში), ჩაჩავას სახელობის სამშობიაროს ფასადის (კოსტავას ქუჩის მხრიდან) რესტავრაცია (ქ. თბილისი), საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი ბეთლემის ქუჩაზე (ქ. თბილისი), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის რესტავრაციის პროექტი და რესტავრაცია (დმანისის რაიონი, სოფ. გომარეთი), პარკის რეკონსტრუქციის პროექტი (ქ. მცხეთა), სოლოლაკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, საზოგადოებრივი სივრცისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოწყობის პროექტი, შპს "სეზანის" საოფისე-საგამომცემლო კომპლექსის პროექტი დიდ დიღომში (ქ. თბილისი), მრავალფუნქციური შენობის პროექტი მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, გულიას მოედნის მიმდებარედ (ქ. თბილისი), მრავალფუნქციური შენობის პროექტი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გობონიძის ქუჩაზე (ქ. თბილისი), ბ. პაიჭაძის სახელობის ფეხბურთის აკადემიის პროექტი (ქ. რუსთავი), ჭრელი აბანოს რეკონსტრუქციის პროექტი, აბანოს ქუჩა (ქ. თბილისი) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.119


გააზიარე: