The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ გამყრელიძე

მალხაზ გამყრელიძე
Date of birth:22 March, 1959  (66 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

მუშაობა დაიწყო ელექტროსამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" საპროექტო ტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად; 1984 წლიდან მუშაობდა სპეციალიზებულ სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" თბილისის ელექტროსამონტაჟო სამმართველოში უბნის უფროსად; 1989 წელს დაინიშნა ამავე სამმართველოს უფროსად; 1997 წელს აღნიშნული სამმართველოს ბაზაზე მის მიერ დაფუძნდა შპს "ელექტრომონტაჟი", სადაც დღემდე მუშაობს გენერალურ დირექტორად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესრულებულია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაზე, როგორებიცაა: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები, თბილისის საავიაციო ქარხანა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, სატელევიზიო ანძა, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სასტუმრო "ივერიისა" და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შენობა, საქართველოს პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია, ბავშვთა სოფელი "SOS", პირველი სკოლის აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფოთის პორტის ნავთობის და მშრალი ტერმინალები, ღუდუშაურის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (შიდა განათება და ძალოვანი ნაწილი), ბაქო-ჯეიხანის სატუმბო სადგურის განათება და ძალოვანი ქსელი, ჰიპერმარკეტი "გუდვილი", ბაგრატის ტაძრის აღდგენა რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლები და მრავალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.119-120


Share: