The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე განგია

ალექსანდრე განგია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1972  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1929 წელს.

1929 წლიდან ხელმძღვანელობდა რიონჰესის მშენებლობის ტექნიკურ ჯგუფს; 1934-1943წწ. მუშაობდა ხრამჰესის მთავარ მექანიკოსად; 1943-1944წწ. იყო ბაქსანჰესის მშენებლობის სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის ელექტროსადგურების სამინისტროს წარმომადგენლად გერმანიაში; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტრომშენის" მმართველის მოადგილე, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ტექნიკური სამმართველოს უფროსი, საბჭოთა კავშირის სპეციალიზებული სამონტაჟო სამუშაოების სამინისტროს საქართველოს სპეციალიზებული სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" უფროსი; მისი ხელმძრვანელობით შესრულდა სპეციალური სამონტაჟო სამუშაოები ხრამჰესის, რიონჰესის, რუსთავის მეტალურგიული, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და შორაპნის ელექტროელემენტების ქარხნების, სოხუმის ქარხანა "გაზაპარატის", ტაბახმელის ბიოკომბინატის, ქუთაისის ავტოქარხნის, თბილისის სპორტის სასახლის, გამომთვლელი მანქანების ქარხნის, რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფოების, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის, სკოლების, ბაგა-ბაღების, საცხოვრებელი სახლების თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.120-121

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დიდების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: