The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო განუგრავა

სერგო განუგრავა
დაბადების თარიღი:1929  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სახგაზპროექტის" თბილისის ფილიალში (1975 წლიდან - "თბილსახავტოგაზპროექტი") ინჟინრად, 1954-1972წწ. შუალედურ თანამდებობებზე; 1972-2002წწ. პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა ტაშკენტ-კოკანდისა და ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის (უზბეკეთის სსრ), ფრუნზე-ოშის (ყირგიზეთის სსრ), დუშანბე-ხოროგის (ტაჯიკეთის სსრ), კუშკა-გერატ-ყანდაგარისა და კუნდუზ-ფაიზაბადის ავტომაგისტრალების (ავღანეთი) საველე საკვლევ-საძიებო და საპროექტო=სამშენებლო სამუშაოებში, "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" ავტომაგისტრალისა და სოჭის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობაში; არის "ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის" (უზბეკეთის სსრ) ჯიზაკის მონაკვეთის, "ფოთი-სუფსა-ნატანების" (ახალი ხიდის მდ. ჩოლოქზე) და "ზაჰესი-ნატახტარის" საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.121


გააზიარე: