Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გარდაფხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1971 წელს დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1972-1975წწ. მივლინებით მუშაობდა ერაყის რესპუბლიკაში ობიექტის მთავარ ინჟინრად; 1975-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნოლოგიურ ტრესტ "ორგტექმშენის" მთავარ სპეციალისტად; 1976-1979წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მსხვილი საკედლე ბლოკების ქარხნის დირექტორი; 1979-1982წწ. მივლინებული იყო ვიეტნამის რესპუბლიკაში თბოელექტროსადგურის მშენებლობის უფროს ინჟინრად; 1982-1988წწ. მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "სპეცსაყოფაცხოვრებორემმშენის" მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინერი, შემდეგ - მმართველი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.122
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |