The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გარდაფხაძე

შალვა გარდაფხაძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1970  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თეკალი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს.

მუშაობდა სამთო-სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საშენ მასალათა სამმართველოს უფროსად, ცეცხლგამძლე ნაწარმის ქარხანა "შროშის" დირექტორად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, ტრესტ "საქნავთობის" მმართველის მოადგილედ; 1941-1944წწ. იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ფრონტებზე საბჭოთა არმიის მოქმედი ნაწილების შემადგენლობაში; ომის შემდეგ წლებში სათავეში ედგა ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირს", ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ესენტუკის სამშენებლო სამმართველოს; 1956-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველად; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ტრესტი დაჯილდოვდა "შრომის წითელი დროშის" ორდენით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.122

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • ესენტუკის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი
  • ტყვარჩელის საქალაქო საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის მედალი
  • წითელი ვარსკვლავის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: