შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. 1985–1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1989–1990 წლებში იყო სამხედრო ეროვნული ფორმირების "მხედრიონის" ერთ-ერთი შემქმნელი და სამტრედიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აფხაზეთის კონფლიქტის დროს თავდაპირველად მეთაურობდა გაგრის "მხედრიონის" ფორმირებას, შემდეგ–ოჩამჩირის სამხედრო ფორმირებას. 1993–1994 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2001–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს წარმომადგენლად დსთ-ის შეიარაღებული ძალების საკოორდინაციო შტაბში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.197; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/102106 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |