Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი 1927 წელს. 1928 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში თანამშრომლად. 1929-1933წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრის სტუდიაში. 1933-1937წწ. ამავე თეატრის მსახიობი. 1937 წელს ბათუმის თეატრის მსახიობი. პარალელურად 1937-1965წწ. მუშაობდა რკინიგზის კლუბში რეჟისორად. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლს, მეტწილად სახასიათოს. მათგან აღსანიშნავია: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), იბრაგიმ, ხარიტონი (ს. შანშიაშვილის "ანზორი", "ფოლადაური"), ალიოშა (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), დიეგოს, ახმედი (გ. მდივნის "ალკაზარი", "ბრმა"), ზაიცევი (ა. საფრონოვის "მოსკოვური ხასიათი"), ტირეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), კოსტია (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), ხრისტიან ივანოვიჩ (ნ. გოგოლის "რევიზორი"), დე სანტოს (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მაწანწალა (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ხასანა, ვახტანგი (გ. ნახუცრიშვილის "შეითან ხიხო", "ლადო კეცხოველი"). რაზმაძე (ა. ჩხაიძის "ხიდი'), კაპიტანი, ბეჟანი (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", "იმერეთის ღამეები"), ტიულენინი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), გაგუა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.55 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |