The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ ვლადიმიროვი

ლევ ვლადიმიროვი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1989  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი, სომხეთი.

დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს.

1945–1958 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, 1958–1980 წლებში ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1980–1989  წლებში პროფესორ-კონსულტანტი. ლევ ვლადიმიროვმა დაამუშავა მთიანი მხარეების მდინარეთა ჩამონადენის, მდინარეთა საზრდოობის, წყლის ბალანსის გაანგარიშებისა და ჰიდროლოგიური დარაიონების მეთოდები, მოგვცა საქართველოს კარსტული წყლების კლასიფიკაცია. მისი შრომები გამოყენებულია საქართველოს ენერგეტიკისა და საირიგაციო ნაგებობათა დაპროექტებაში. გეოგრაფ-ჰიდროლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    "საქართველოს სსრ ატლასის" შედგენაში მონაწილეობის მიღებისათვის(1964)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: